სასამართლო განიხილავს ლეიბორისტული პარტიის სარჩელს უკანონოდ გაზრდილი დენის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით

gugavaროგორც ცნობილია, სასამართლო განიხილავს ლეიბორისტული პარტიის სარჩელს უკანონოდ გაზრდილი დენის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით.

როგორც დღეს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დანიშნა სპეციალური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაზეც იქნება დამოკიდებული უსამართლოდ გაზრდილი ტარიფების შემცირების საკითხი. სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარების საფასური 30 000 ლარი დააკისრა ლეიბორისტულ პარტიას, რისი გადახდის საშუალებაც, სამწუხაროდ, მას არ გააჩნია.

“მივმართავთ საქართველოში მოქმედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, დენის ტარიფის შემცირება შედის არა მხოლოდ მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესში, არამედ თავად ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი.

ამდენად, ერთხელ მაინც გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და დაფარონ სასამართლო ექსპერტიზის ხარჯები. “

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას
შემდეგი სტატიაბოევიკებმა ალეპოსა და ხანდრატში საცხოვრებელი უბნები დაცხრილეს