სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, “გავრილოვის ღამის” დაზარალებულებს შსს კომპენსაციას არ უხდის

გავრილოვის სისხლიანი ღამის დაზარალებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კონპენსაციას არ უხდის. სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინსიტრო უარს ამბობს, მორალური და მატერიაური ზიანი აუნაზღაუროს ხალხს, ვისაც რეზინის ტყვიებით და მომწამვლელი გაზით სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. იმის გამო რომ ქართულ ოცნება კომპენსაციებს არ გასცმედა, დაწყო იძულებით სააღსრულებლო წარმოება, თუმცა რეაგირება არც აღსრულების ბიუროს აქვს.

20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევა ეროვნულმა და საერთაშორისო სასამრთლოებმა დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში, სამივე ინსტანციაში წააგო გავრილოვის ღამის სისხლიანი მოვლენების საქმეები – თუმცა გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს. იურისტები ამბობენ რომ ამით გელაძის უწყება კანონს არღვევს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეს ამტკიცებდა რომ კომპენსაციის გადახდის გაჭიანურება ტექნიკური საკითხია და ჯერ ვერ გადაწყვიტეს ზიანს ფინანსთა სამინისტრო აანაზღაურებს თუ თავად ის უწყება, ვინც ადამიანის უფლებების ევროპული კონვეციის დარღვევაშია მხილებული.

გავრილოვის სისხლიანი მოვლენებიდან 6 წელი გავიდა. თვალდაკარგული და ეტლმიჯაჭვული ხალხი კი დღემდე სიმართლის დადგენის მოლოდინში არიან.

banner
წინა სტატიაში“საბჭოთა კავშირში დაბრუნება” – რას ამბობენ პროფესორები უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების შეცვლილ წესზე?!
შემდეგი სტატიამზექალა შანიძე: ის რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული, და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!