10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სასამართლო დავა 20 ივნისის საქმეზე: მოსამართლემ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით,  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები სავარაუდოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მათივე ცნობით, მოსამართლემ, პროკურატურის მოთხოვნით, ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის ოფიციალური დოკუმენტი საქმეს არ დაურთო.

banner
წინა სტატიაშიგაერო: ლიბანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ “რუსთავი2 “-ის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის ხელშეშლის ფაქტზე 1 პირი დააკავა