სასამართლო დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენს გამოაცხადებს

დღეს, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. დაცვის მხარის გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს, რადგან ადვოკატების განმარტებით, საქმეში არ არის სკმარისი მტკიცებულებები. პროკურატურა კი, პატიმრობას ითხოვს.

დაკავებულ ექვს არასრულწლოვანს შაქარაშვილის საქმეზე ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული. 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად სახელდება ასფიქსია, წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანებები.

ერთერთი ბრალებულის, გიორგი მერაბიშვილის ფულებადემცველს, როსტომ კერესელიძეს ეჭვი აქვს, რომ მოსამართლეს გამზადებული აქვს განაჩენი და სასამართლო სხდომებს ფორმალურად ატარებდა.

საქმე იყო ძალიან მოცულობითი, მრავალტომეული და დამთავრებიდან ორი დღის შემდეგ, მოსამართლე მზად არის, რომ საქმეზე განაჩენი გამოიტანოს, ეს დიდ ეჭვებს ბადებს, იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მათ განაჩენი გამზადებული აქვთ და დაწერილიც ჰქონდათ და ალბათ, ფორმალურად ატარებდა სასამართლო სხდომებს. მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ სასასმართლო ობიექტური იქნება, სწორად შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც გამოვიკვლიეთ სასამართლო პროცესზე, მთელი ამ ხსნის განმალვობაში და ჩემი დაცცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს,” – თქვა როსტომ კერესელძემ

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაDRI : საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია