“სასამართლო ჩვეულებრივად ქოცების ფილიალია” – სამოქალაქო აქტივისტი

მურუსიძის მონა, ქოცალა – ასე მოიხსენიებენ სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლე ელენე გოგუაძემ, რომელმაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის პოზიციის მიუხედავად,თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობიდან არ გაათავისუფლა.

სასამართლო ჩვეულებრივად ქოცების ფილიალია. ჩვეულებრივად 41 აწერია ყველას შუბლზე. ეს მოსამართლე, მონა და ჩვეულებრივი ქოცალაა. ეს ნასეტკა ბექა გოცირიძე დადგა და ტიროდა, ბიჭები გამოუშვით, არ მეგონა თუ საქმე აქამდე მივიდოდაო. იმ ქოცალამ, მურუსიძის მონამ კი გადაწყვიტა, რომ არა, თურმე შეუქმნიდნენ საფრთხეს. ეს ასე არ არის, ხალხო გამოფხიზლდით. ყველას სახლთან დაიჩოქებს ეს აქლემი და ყველას მოგიწევთ სადღაც აი ამ სასამართლოში მოსვლა და თუ ქოცებსი ინტერესებს გადაურბინეთ, აუცილებლად იგივე დაგემარტებათ თქვენც”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

მოსამართლე ელენე გოგუაძემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

გოცირიძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმააა, ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ევროკავშირს “რევოლუციის წახალისებაში” ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპროკურორი: “გოცირიძის ჩვენების მიუხედავად, თოშხუა-შერვაშიძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”