სასამართლო ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2018 17:46

სასამართლო ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

მნიშვნელოვანი

  • ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული უზბეკეთის მოქალაქის, საიორახონ მირბობოიევას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული უზბეკეთის მოქალაქის, საიორახონ მირბობოიევას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

გუშინ, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2018 17:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics