ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მამუკა მდინარაძეს, მას შემდეგ რაც მდინარაძემ ეკა ბესელიას მისი თავმჯდომარეობით გამართული კომიტეტის ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიხსენა.
„ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენც იმათ რიგებში ხარ, რომელსაც გინდოდა ამ სხდომის ჩატარება. რომელ სუბიექტურ ინტერესებზე საუბრობ გაბედე და თქვი? ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. შენ როგორ ლაპარაკობ ამ თემაზე. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი სანდო ადვოკატებს რომ ეძახდნენ. ახლა მოისმინა საზოგადოებამ სიმართლის მხოლოდ ნაწილი“, – განაცხადა ბესელიამ, რაზეც მდინარაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ არ ეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდა:
„არ მეგონა რომ ყველაფერს იკადრებდით. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით. თქვენი თქმით, ქალბატონო ეკა, 2004 წელს პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ და უსამართლოდ არავის იჭერდნენ თურმე. სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. რატომ დანიშნეთ მაშინ სხდომა, იქნებ იმ სიას ვაგდებდით? ვეღარ გავიგე, რა მოგეწონებათ ის ვილაპარაკო, თუ რაც რეალობაა ის?“, – მიმართა მდინარაძემ ბესელიას.