თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართება.
როგორც საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დაიკითხება ექსპერტი, რომელმაც სასახლის ღობის ექსპერტიზა ჩაატარა. მან უნდა თქვას, ჰქონდა თუ არა ღობეს წინასწარ დაზიანებები მიყენებული და იცოდა თუ არა როგორი იყო ღობის მდგომარეობა 4 ოქტომბრამდე.
“დაიკითხებიან მოწმე ექსპერტები, მათ შორის სასაქონლო ექსპერტი, ექსპერტ-რაცოლოგი, რომელიც განსაზღვრავს ღობის დაზიანება და აგრეთვე მოწმეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თანამშრომლები და სხვა პირები.
ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ კატეგორიული, რომ ღობეს დაზიანება მიადგა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და შემდგომში დამაზუსტებელი ექსპერტიზაც დაინიშნა ჭრასთან დაკავშირებით, რადგანაც ამაზე აპელირებდა დაცვის მხარე, ამაზეც პასუხი გახლავთ კატეგორიული და ცალსახა, რომ ღობეს ჭრის კვალი არ აღენიშნება,” – განაცხადა პროკურორმა.















