სასახლის ღობის საქმე – სასამართლოზე კობახიძის და იოსელიანის დაკითხვა მოითხოვეს

სასახლის ღობის საქმე – სასამართლოზე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის დაკითხვა მოითხოვეს.

შესაბამისი შუამდგომლობა დღეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დააყენა.

პროკურატურა არ ეთანხმება ადვოკატს და ამბობს, რომ „დაცვის მხარე კობახიძის დაკითხვას მხოლოდ პოლიტიკური განცხადების გამო ითხოვს” და ამიტომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამას გარდა, დაცვის მხარე სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის დაკითხვასაც ითხოვს. პროკურატურა ამჯერადაც წინააღმდეგია.

ამასთან ბასილაია მოითხოვს საქმეს დაერთოდ ვიდეო, სადაც ასახულია მომღერალი უცნობი როგორ იჭრება სტრატეგიული ობიექტის ეზოში და აქვს მოთხოვნები: „ბავშვები გამოუშვით“.

„ამბავი არის ის, რომ მაუწყებლის ჟურნალისტზე იძალადეს და ამ მოძალადეების გათავისუფლებას მოითხოვდა…ჩვენ უცნობის გასამართლებას კი არ ვითხოვთ, გვინდა ვაჩვენოთ, რა ბედი ეწია მას, ექვსწლიანი მუხლი წარუდგინეს? არა, იმავე დღეს გაათავისუფლეს, რამდენიმე საათში…”.

სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს, ბრალდებული პაატა მანჯგალაძე, რომელმაც მისი თქმით, სატელევიზიო ეთერში თავად გამოხატა სურვილი იყოს მოწმე ამ საქმეზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის კამპანიები Epica Awards-ის შორთლისტში მოხვდა
შემდეგი სტატიააგურებში დამალული 298 კგ ჰეროინის საქმეზე დაკავებული მძღოლის ადვოკატები კომპანიის წარმომადგენლების დაკითხვას ითხოვენ