სასახლის ღობის საქმე – რა ამტკიცებს პროკურატურა და რა პასუხი აქვთ დაკავებული პოლიტიკოსების ადვოკატებს

4 ოქტომბის საქმეზე ექპერტიზის ბიუროს დასკვნას ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ – დასკვნა სასამართლოში დღეს პროკურატურამ მიიტანა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე ზემოქმედების კვალი გამორიცხა.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ სასახლის ღობეზე მანამდე დაზიანების, მათ შორის გადაჭრის კვალი არ აღინიშნებოდა.

ეს დოკუმენტი ადვოკატებისთვის არასანდროა – უფლებადამცველები ალატერანტიული ექპერტზის ჩატარებას ითხოვენ.

სასაცილოა, პროკურატურის მტკიცებულება ახალ გარემოებად წარმოაჩინოს, რომ თითქოს ღობე გადაჭრილი არ იყო. თუ ექსპერტიზაში ეჭვს არ შევიტანთ და ღობე გადაჭრილი არ იყო, მაშინ როგორც სხვა ყველაფერი, ესეც უხარისხოდ გაუკეთებია ოცნების რეჟიმს და საკუთარ თავს მოკითხონ, თუ ღობე ერთი ხელის მიწოლით შეიძლებოდა იქცეოდეს. არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, მაგალითად ჩემს დასაცავ ირაკლი ნადირაძესა და ღობის გადაქცევას შორის, უბრალოდ არ არსებობს, ის არ მონაწილეობდა, ღობეზე თუნდაც მიწოლის ეპიზოდში. არ არის არნაირი მტკიცებულება, რომ რაიმე კავშირი არსებობდა და ირაკლი აორგანიზებდა იმ ადამიანების ქმედებებს, ვინც ღობეს აწვებოდა. ასე რომ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით, ეს მტკიცებულება მაინც არარელევანტურია”, – ამბობს ირაკლი ნადრაძის ადვოკატი, ირაკლი აბესაძე.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ სხდომაზე მიტანილ მტკიცებულებას – პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა.

რას ამტკციებს სახელმწიფო ბრალდება:

საქმეში არაერთი დამატებითი მტკიცებულებაა მოპოვებული, როგორიც გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დამატებით სხვადასხვა პირები, რომლებიც არიან დაზარალებულად ცნობილნი, მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ღობეზე მანამდე მექანიკური დაზიანების კვალი, მათ შორის გადაჭრის კვალი არ აღინიშნებოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომამდე დამატებით მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, რომლის დასაშვებად ცნობის საკითხზეც დღეს სასამართლოში ვიმსჯელებთ. პოზიცია გვექნება უცვლელი პატიმრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.

იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 60-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი? – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “შაბათის ეთერმა” მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი Step Energy-სთან პარტნიორობით რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს
შემდეგი სტატიაპრემიერი: “EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები უცხოელებზე არ იყიდება”