სასახლის ღობის საქმე – პროკურატურა კობახიძის დაკითხვას არ აპირებს

საქართველოს პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვას არ აპირებს.

შესაბამისი განცხადება საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა TV პირველის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა:

მოვლენების დასრულების შემდგომ პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა.
არავის არაფრის ეშინია, ბრალდების მხარემ… ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა,” – თქვა თამარ ბეჟუაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და პარალელურად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა, თქვა: “ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება დიდი სიურპრიზი”, შესაბამისად გაჩნდა კითხვა რა ინფორმაციას ფლობდა კობახიძე.

ამასთან დღეს გამოძიება კობახიძესთან გადაამისამართა დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც.

banner
წინა სტატიაშიხობში 25–ე დღეა საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიაუკრაინული მონიტორინგის პროექტის, DeepState-ის ცნობით, რუსეთმა დონეცკის ოლქის სოფელი პრომინი და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ვისოკოე დაიკავა