2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

საქმე ეხება სამთავრობო ტელეკომპანიის გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც “იმედი” ირწმუნება, რომ მათ მოიპოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართვები, სადაც მინიმუმ 8 პირი, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.

გიორგი კირვალიძის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა “პირველებთან” აცხადებს, რომ  სამთავრობო მედიამ მოიტყუა და  მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

რაც შეეხება ავთანდილ თოფჩიშვილს, როგორც მისი ადვოკატი “პირველებთან” ამბობს, ბრალდებულს აქვს მძიმე ოჯახური მდგომრეობა, ჰყავს სიმსივნით დაავადებული ცოლი, ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, სწორედ ამიტომ განცხადება დაწერა, ისიც გასულ წელს, თუმცა უფლებადამცველსიის თქმით, თოფჩიშვილის დანაშაული არცერთ ეტაპზე არ უღიარებია.

banner
წინა სტატიაშივასო აბაშიძის სახელობის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა
შემდეგი სტატია“შეჩერდეს ილიაუნის პროგრამების შეკვეცა-გაუქმების პროცესი” – 20-მდე ასოციაცია