“სასაცილოა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ამ საქმის დიდოსტატები საუბრობენ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გამორიცხავს.როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, 6 თვით ადრე აღცევნების თარიღის გამოცხადება პარტიებს უკეთ მომზადების საშუალებას აძლევს.
“განსაკუთრებით სასაცილოა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ ისინი, ვინც ამ საქმის დიდოსტატები არიან. მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, პირველ ადგილზე გავა რამდენიმე ადამიანი, მანიპულირებისა და ფალსიფიცირების დარგში“,-აღნიშნა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისარგსიანმა აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა აღიარა
შემდეგი სტატიაგორში, ტბაში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო