სასაცილოა, როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს – ხვიჩია კახა ოქრიაშვილს პასუხობს

სასაცილოა, როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს, – აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიამ უპასუხა კოლეგის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც: „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

ხვიჩიას თქმით, იმ გაგებით, რა გაგებითაც პოლიტიკურ ვაჭრებს უწოდებენ საქართველოში შეურაცხმყოფლად პოლიტიკოსები ერთმანეთს, ისინი პოლიტიკური წმინდანები არიან და არავისთან შესულან გარიგებაში.

„ბარიერის დაწევის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ მართლა ვვაჭრობთ, ოღონდ საჯაროდ ვაკეთებთ ამას და პირადად არანაირი საუბარი არ გვქონია. პოლიტიკოსებისთვის საჯარო პოლიტიკური ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია. იმ გაგებით, რა გაგებითაც პოლიტიკურ ვაჭრებს უწოდებენ საქართველოში შეურაცხმყოფლად პოლიტიკოსები ერთმანეთს, ჩვენ პოლიტიკური წმინდანები ვართ. არავისთან არ შევსულვართ არანაირ მსგავს გარიგებაში, არ გვისარგებლია. არ ვყოფილვართ ჯერ „ნაცი“, მერე „ქოცი“, მერე „ნაცი“ და არ ვაპირებთ კიდევ „ქოცობას“. როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს, ხომ სასაცილოა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ განცხადების, ისევე, როგორც არასმთავრობო სექტორთან შეხვედრაზე მათი პარტიის არმიწვევის მიზეზი არის „გირჩის“ პოზიცია.

გუშინაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გავაცანით პოზიცია, რომ მათ ღიად უნდა მოეთხოვათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სანაცვლოდ, არ შეეშალათ ხელი ევროინტეგრაციის პროცესისთვის. „ნაცმოძრაობის“ წევრები ამას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან და ეჭვი მაქვს, რომ მიშას პატიმრობა არ არის „ნაცმოძრაობისთვის“ მთავარი; უნდათ ისრების გადატანა სადღაც სხვა საკითხებზე, მაგალითად, რომ ჩვენ „ქოცებთან“ ვართ შეკრული, მაშინ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის ფარგლებში უნდა გადავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ. „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრი თანაბრად მონდომებული არ არის იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ამ სიტუაციით ისარგებლოს და არც ქვეყანა შევიდეს ჩიხში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ბრძოლაა. ჩვენ ვაპირებთ, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს. მისი თანაგუნდელებისგან რაიმეს გაგების, მათ შორის მიშას თავისუფლებაზე, საუბრის პერსპექტივას ასე პასუხობენ, როგორც დღეს ოქრიაშვილმა გვიპასუხა. შესაბამისად, ვაპირებთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში შევხვდეთ და ვუთხრათ მას, თანახმაა თუ არა იმ შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენ გვექნება პოლიტიკურ სპექტრზე. რაც შეიძლება მალე უნდა შევხვდეთ. მალევე მივმართავთ შალვა პაპუაშვილს, რომ დაგვრთოს ნება და წინააღმდეგი თუ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ჩემი ციხეში ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო მას. უნდა გავიგოთ, მიხეილ სააკაშვილს რა უნდა, რადგანაც „ნაცმოძრაობიდან“ ვერ გავიგეთ, მათ რა უნდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიქუჩიდანაც რომ ვერაფერს აკეთებ, კეთილი ინებე და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი – იოსელიანი ოპოზიციას
შემდეგი სტატიასლავიანსკის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს