სასაცილოა, როცა სახელმწიფოსგან ვისმენთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს არარსებული დარღვევის გამო – შოთა თუთბერიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე სახის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება აბსურდული და უსაფუძვლო იქნება.

უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ უწყება სანქციების დაკისრების მცდელობას უკან წაიღებს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მძიმე შედეგები მოჰყვება, მათ შორის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით.

“ეს შეზღუდვები თუ დადასტურება მათი არსებობა, არის ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლო, უმიზეზო და უკანონო. ძალიან გამიხარდება, თუ პენიტენციური სამსახური ბოლო გავრცელებული განცხადების შინაარსს შეასრულებს, უკან წაიღებს იმ მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ ფონზე, როცა ჩვენ არ გვინახავს არცერთი პირი სახდელდადებული ან დასჯილი ე.წ. შუმოკების გამო, რომელიც მათ შორის ადვოკატებს მოუწყვეს, არ გვინახავს არცერთი პირი დასჯილი იმის გამო, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა დარღვევა დაადგინა, არ გვინახავს არცერთი პირი დასჯილი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, სასაცილოა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ვისმენთ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს უნდა დაისაჯოს არარსებული დარღვევისა და გადაცდომის გამო. ამას თავისი შედეგები ექნება. ვფიქრობ, ამ შედეგებზე პენიტენციურმა სამსახურმაც იფიქრა, სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, რაც სცადეს ამის გაკეთება”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა