სასაცილო მასკარადი: თუთბერიძე სუს-ის მიერ პრეზიდენტის ბიძის გამოკითხვაზე დაბარებაზე

სასაცილო მასკარადი – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე სუს-ის მიერ პრეზიდენტის ბიძის, გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს.

“ხელისუფლება ვითომ იძიებს, ვინ აყურადებდა თემურ ალასანიას საუბარს. სურთ 2018 წელს დაწყებული გამოძიების დღეს გაგრძელება. უცებ გამოეღვიძათ და სურთ, გამოძიება გააგრძელონ, რაც უბრალოდ სასაცილოა. საქმე არის აღძრული არა თემურ ალასანიას წინააღმდეგ, არამედ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვიღაცა მათ უსმენდა უკანონოდ. საქართველოს ხელისუფლების გარდა, ვინ უსმენდა ალასანია-სააკაშვილს უკანონოდ, მე ვერავინ წარმომიდგენია”- განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაში“თუ შეცდომას არ დაერქვა შეცდომა და ამის მკაფიოდ სახელდება არ მოხდა, ისე ნებისმიერი შერიგების პროცესი იქნება უსამართლო”
შემდეგი სტატიარეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი “Rothschild & Co” იმუშავებს