„სასაცილო და აბსურდული“ – მაიკ პენსი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას გამორიცხავს

მაიკ პენსმა 2020 წელს პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებელობა გამორიცხა. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციაზე საპასუხოდ გაააკეთა.

როგორც პენსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, მედიის მიერ გავრცელებული ცნობები სიცრუა და რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, ასეთი პუბლიკაციებით ჟურნალისტები ცდილობენ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიონ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, “რესპუბლიკელები” ე.წ. ჩრდილოვან კამპანიას ატარებენ, რომლის მიზანიც მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტზე პენსის მხარდაჭერაა. ჟურნალისტების ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკვე დაიწყო დონორების ძებნაც. თავად აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტმა სტატიაში მოყვანილ ცნობებს „სასაცილო და აბსურდული“ უწოდა.

banner
წინა სტატიაში9 წელი ომიდან – “ევროპული საქართველოს” წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან
შემდეგი სტატიარუსი ტურისტები აფხაზეთზე უარს ამბობენ