სარვამარტოდ აფხაზეთიდან სოჭში 96 ტონა მიმოზა შეიტანეს

სარვამარტოდ აფხაზეთიდან სოჭში რეკორდული რაოდენობის, 96 ტონა მიმოზა შეიტანეს, სოჭიდან კი სავაჭრო ორგანიზაციებმა ყვავილები წაიღეს პეტერბურგსა და მოსკოვში. წინა წელთან შედარებით წელს სამჯერ მეტი ყვავილი გავიდა აფხაზეთიდან – წერს აფხაზური მედია.

რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური 12 მარტიდან აფხაზეთიდან რუსეთში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის გატანას აკრძალავს აზიური ფაროსანას რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრის პრევენციის გამო. “ხელბარგის საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლისას აღმოჩენილ იქნა ფაროსანა (Halyomorpha halya Stal.), რომელიც ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში საკარანტინო ობიექტების ჩამონათვალშია” – რუსული უწყება ავრცელებს.

ფაროსანა აღმოჩენილია ნოვოსიბირსკსა და სოჭში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას იორდანიის სამეფოს წარმომადგენლები ესტუმრნენ
შემდეგი სტატიაგალელი ბავშვების მეგრულმა სიმღერამ, აფხაზები აღაშფოთა (ვიდეო)