სარვამარტო პროტესტი – ხვალ, 8 მარტს, 13 საათზე რუსთავის ციხესთან აქცია დაანონსდა.
ხალხი ხვალ თბილისში, რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბება და 12:00 საათზე რუსთავის მიმართულებით დაიძრებიან.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს სინდისის პატიმარი ქალები უკანონო პატიმრობაში ხვდებიან.
მათი სოლიდარობისთვის – 8 მარტს, 13:00 საათზე, სარვამარტო პროტესტი რუსთავის ქალთა ციხესთან”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

















