სარწმუნოება ერთი გვაქვს და საჭმელი, აბა ევროპა სჯობია? პიდარასტების, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა? – “ქართული ოცნების” წევრის მორიგი სკანდალური განცხადება

“ქართული ოცნების” წევრი, სოფელ მელითაურის თემში მერის წარმომადგენელი სოფო კიკაჩეიშვილი, 20 ივნისის აქციასა და ასევე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას კიდევ ერთხელ იმეორებს.

კიკაჩეიშვილი ერთ-ერთ მედია საშუალებასთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და მასთან მეგობრობა ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, საჭირო და აუცილებელია. მერის წარმომადგენელს მაგალითად თურქეთი მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მტერი იყო და დღეს მასთან კარგი მეზობლური ურთიერთობა გვაქვს. მისი თქმით, ევროპას რუსეთი სჯობს, რადგან საქართველო ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა არ არის.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომელიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იმართება,”ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ მისი შვილი “იქ რომ ნახოს თავს მოაჭრის”.

„მართლმადიდებლური ქვეყანაა და კარგია. სარწმუნოება ერთი გვაქვს. ყველაფერი კარგი და საჭმელი. აბა, ევროპა სჯობია? ევროპა? პიდარასტების, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა? მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები. ოკუპანტია, თუ რაც არის, შემოგევლე, თურქეთი არანაკლები მტერი იყო ჩვენთვის, მაგრამ ხომ არის ახლა ურთიერთობები? შვილი მყავს, როგორ გამიბედავს იქ წასვლას? თავს მოვაჭრი! რა უნდა მე თუ რაღაცა არ მომწონს?! რად მინდა მკვლელი ორგანიზატორად აქციის!,“- განაცხადა კიკაჩეიშვილმა.

პირველი სკანდალური განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა აქციების შეფასებისას სოციალურ ქსელში გააკეთა. გუშინ კი მან სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა:

“ვენაცვალე გახარიას. ყველა, ვინც იქ დგას ცისფერი, ლესბოსელი, და „ნაციონალია“. დიახ, რუსეთი კარგია და სულ გავიმეორებ ამას”.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა”
შემდეგი სტატია„საათის ნაცვლად გავიკეთებ“-ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ