„სართული – ახალი თაობის ძალა“: როცა ქვეყანა მიტაცებულია და 60-ზე მეტი ჩვენი თანატოლი უკანონო პატიმრობაშია — შეუძლებელია საუბარი სკამებზე და არჩევნებზე

“როცა ქვეყანა მიტაცებულია და 60-ზე მეტი ჩვენი თანატოლი უკანონო პატიმრობაშია — შეუძლებელია საუბარი სკამებზე და არჩევნებზე
პოლიტიკა ჩვენთვის არის თანმიმდევრულობა და პრინციპები, რომლებსაც არ ვუღალატებთ.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა არ გადის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე მანდატისთვის ბრძოლაზე და ამით
”ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებაზე.
მალე გაგაცნობთ მოძრაობა
”სართულის“ დეტალურ გეგმასა და სტრატეგიას.
ბოიკოტი ჩვენთვის არ ნიშნავს სახლში ჯდომას და “ოცნების” მორიგი შეცდომის ლოდინს — ვიწყებთ შრომის და ბრძოლის ახალ ეტაპს“ – წერს  „სართული – ახალი თაობის ძალა“სოციალურ ქსელში

დღეს “ძლიერ საქართველოში’ განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ

banner
წინა სტატიაშიილიაუნის სტუდენტური: ვფიქრობთ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეჟიმის იზოლაცია და მისი დარღვევისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი ჩვენთვის ღალატს უდრის
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილმა ლელოს პოლიტიკური საბჭო დატოვა