სარფში თურქ მებაჟეს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

სარფის საბაჟოზე ხმაურია. საბაჟოსთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ დილით როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე მებაჟემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

სარფში შეკრებილების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი ფაქტები ხშირია თურქი მებაჟეების მხრიდან და ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, როინ ლეონიძე თურქეთში ქალაქ ხოფის საავადმოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევა თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა და ამ ფაქტზე კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს.

banner
წინა სტატიაშიჯეჯელავა: ყველამ იცის პრეზიდენტი რაზე ილაპარაკებს, როგორც ჩანს, ეს გამოსვლა სადღაც წაიკითხეს
შემდეგი სტატიამარგველაშვილმა მოსახლეობას ხარება მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა