“სარფში” ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

12 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივმა ძაღლმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მარიხუანა აღმოაჩინა. 1,34 გრამი მარიხუანა აღმოჩნდა კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე ო.ს. მართავდა. მებაჟე ოფიცრებმა ავტობუსში იპოვეს ასევე 1 აბი „ექსტაზი“.
იმავე დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე მ.პ., რომლის რისკის პროფილის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACTIFED – 30 აბი.

აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურისა და ურეკის პოლიციის განყოფილებებს.

banner
წინა სტატიაშინაკრების მთავარი ექიმის ინფორმაციით მოჭიდავეები აკრძალული პრეპარატის მიღებას უარყოფენ
შემდეგი სტატიარუსეთში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა