სარფში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის გამო, სარფში მეწყერი ჩამოწვა.სტიქიამ პრობლემები შექმნა ახალსოფელში, სარფში, გონიოსა და კვარიათში. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და ეზოები. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. დაზარალდა რამდენიმე ბუნგალო და სასტუმრო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორვა მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებმა გამოიწვია, რის გამოც მათ ზიანი მიადგათ.

სარფი-კვარიათის მონაკვეთში განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც, მთავარი მაგისტრალი ერთი საათით გადაიკეტა. შსს ინფორმაციით, გზაზე არავინ დაშავებულა.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში რამდენიმე ათეული გამოძახება დაფიქსირდა, აუცილებელი გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანი მებაღეები” დღეს მერიაში პეტიციას შეიტანენ
შემდეგი სტატიაოთარ დანელიამ მინისტრის რანგში ბოლო შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა