სარფში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 106 აბი ,,Methadone 40″ და 14 კაფსულა ,,Galara” (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს“, – წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ხერსონთან HIMARS-ის რაკეტა რუსულ შტაბს დაარტყეს – 8 ოფიცერი მოკლულია
შემდეგი სტატიაბაიდენი ფაშინიანს: აშშ გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად და თქვენს სამეზობლოში სტაბილურობის დამყარების მცდელობებში