26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში 120 000-ზე მეტი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო და ბრილიანტები ამოიღეს

მიმდინარე წლის 1-13 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა,_ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 364 გრამი) ნაკეთობები და 48 ცალი ბრილიანტის ძვირფასი თვალი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 122 368 ლარი შეადგინა.

3 სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 17 157 ლარით დაჯარიმდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“თვითონაც არ იციან ბოლომდე, რით დაუმთავრდებათ”- შალვა ნათელაშვილი კრემლის სავარაუდო სცენარზე