სარფის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლა აღდგა

????????????????????????????????????

სარფის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლა აღდგა. როგორც “თაიმერს” სარფიდან აცნობეს, ცოტა ხნის უკან საკონტროლო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეთათვის მიმოსვლა აღდგა.
,,მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მხარემ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა გაშვება დაიწყო, სასაზღვრო ტერიტორიაზე მაინც დიდი რაოდენობით ხალხია, რადგან სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები დიდ დროს უნდებიან თითოეული მოქალაქის გაშვებას. ერთი კაცი 10-15 წუთი ყოვნდება საპასპორტო კონტროლზე, ამიტომ რიგი წინ ვერ მიიწევს”- აცხადებს “თაიმერის” წყარო.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს თურქეთ-საქართველოს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მოქალაქეთათვის მიმოსვლა შეიზღუდა, რის მიზეზადაც თურქულმა მხარემ კომპიუტერული სისტემის გაუმართაობა დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში ,,კავკასიური ჯამაათის,, წევრთა ლიკვიდაცია მოახდა
შემდეგი სტატია“ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 31 ოქტომბერს ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, როგორიც შავ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია”