სარფის სასაზღვრო პუნქტთან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული გელა ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 130 აბი “სუბოქსინი” ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გელა ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის პროსპექტის განთავისუფლებისკენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია სასტუმროდ გადავაკეთოთ