სარფის საბაჟოზე ქართველ და თურქ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ინციდენტი სარფის საბაჟოზე – ქართველ და თურქ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მოქალაქე თურქეთში გადასვლას შეეცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მურმან ზაქარაძე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც მას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ჰქონდა.

ამ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. ზაქარაძის ახლობლების მტკიცებით, მას თურქი მესაზღვრეები თავს უსაფუძვლოდ დაესხნენ. მოგვიანებით კი საქმეში ქართველი მესაზღვრეები ჩაერთნენ

„მოიტაცეს ნეიტრალური ზონიდან თურქმა მებაჟეებმა, კაცს ხელი აქვს მოტეხილი. სახეზე დაზიანებები აქვს,“- განაცხადა საინიციატივო ჯგუფი ”ბათუმის” წარმომადგენელმა, ვატო ნებუნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში გარემოვაჭრეების დახლების აღებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
შემდეგი სტატია“მან 13 წლის არასრულწლოვანს ფიზიკური დაზიანება მიაყენა” – გიორგი მიქაუტაძეს ბრალდებებს უყენებენ