სარფის საბაჟოზე მიმოსვლა თავისუფალია

????????????????????????????????????

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე შეზღუდვები მოხსნილია და ორივე მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, საბაჟოზე თურქულ მხარეს სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა და თურქ მებაჟეებს ადგილზე ქართველი კოლეგები ეხმარებიან.

საზღვარზე მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების რიგებია.

შეგახსენებთ, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიIRI: მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა
შემდეგი სტატია“ფული არ მაინტერესებს, მაინტერესებს სიმართლე” – დემურ სტურუას დედა ხელახლა დაკითხეს