სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

“სარფის” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, 9812,14 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ლ.კ., რომელსაც, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 9812,14 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვინდა აღვადგინოთ კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა