სარფის საბაჟოს დაკეტვის ორი კულუარული ვერსია

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებსრა სკანდალურ ამბავს უყვება „თაიმერს“ თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

 

„ნაცმოძრაობის“ მიხეილ სააკაშვილის ფრთის მთავარი ბრალდება, რომელსაც ბოკერიას „სასტავს“ უყენებს, ისაა, რომ 8 ოქტომბერს ხმები არ დაიცავდა, ანუ როგორც „მიშისტები“ ამბობენ, თავიდანვე არსებობდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას აპირებდა და ამ კუთხით ყოფილ მმართველ პარტიას რამე ღონე წინასწარ უნდა მიეღო, მაგრამ „დაიკიდა“.

იმაზე, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ „ნაციონალები“ კი არა, სხვა ოპოზიციონერებიც ლაპარაკობენ და გაყალბების კონკრეტულ სქემსაც შიფრავენ. ასე, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც მაჟორიტარად კენჭს აბაშაში „პატრიოტთა ალიანსის“ ბლოკიდან იყრიდა, ამბობს, რომ ამომრჩეველს ფულს „ოცნებაც“ ურიგებდა და „ნაციონალური მოძრაობაც“. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს „ფორუმელი“ ანი მიროტაძეც, რომელიც „ეროვნული ფორუმიდან“ მაჟორიტარობისთის ჭიათურს მუნიციპალიტეტში იბრძოდა.

ყველა ლოგიკით, როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მსგავს საჯარო განცხადებებს აკეთებენ, მინიმუმ, საქმე უნდა აღიძრას და უნდა გაირკვეს, ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი რეალურად ჰქონდა თუ არა, მაგრამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამოძიება, როგორც ჩანს, არავის აწყობს. არადა, თავის დროზე ისიც ითქვა, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, წელს „საარჩევნო კარუსელები“ ისევ დატრიალდა. „თაიმერს“ ისიც უთხრეს, რომ სპეციალურად 8 ოქტომრბისთვის მეზობელი ქვეყნებიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს ემიგრანტები, რომელთაც დაავალეს, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ყალბი „პირადობებით“ უნდა მისულიყვნენ.

ეს ინფორმაცია, რასაკვირველია, არაოფიციალური და შეიძლება, მსგავს ფაქტს ადგილიც არ ჰქონია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თემა საინტერესოა, თან „თაიმერის“ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში გარკვეული ჭეშმარიტების მარცვალი არის, ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია გაგვესაჯაროებინა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წყაროს მონაყოლია. სხვათა შორის, წყარო ემიგრანტია – წლებია, თურქეთში მუშაობს და, როგორც თვითონ ამბობს, საბუთები გაფუჭებული ჰქონდა. ამიტომ, წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში არ იყო ნამყოფი, მაგრამ ზაფხულში, დაახლოებით, აგვისტოს ბოლოს ახლობლებმა უთხრეს, რომ თუ საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში ჩამოვიდა, ვიღაცები დაეხმარებოდნენ, რომ საბუთები „გაესუფთავებინა“, ანუ უკან, თურქეთში დაბრუნების დროს პრობლემები არ შეექმნებოდა და საზღვარზე უპრობლემოდ გადავიდოდა.

„თავიდან ვერ მივხვდი, ჩემი საბუთების გასუფთავებაზე რატომ ზრუნავდნენ, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვედი, ყველაფერს მივხვდი, ანუ მითხრეს, რომ მომცემდნენ ახალ „პირადობას“, სადაც ჩემი სურათი იქნებოდა ჩაკრული, მაგრამ სახელი და გვარი სხვისი ეწერებოდა. როცა ვიკითხე, ვინაობა რატომ უნდა შემეცვალა, გაეცინათ და მითხრეს, რომ ძალიან მარტივი დავალების შესრულება მომიწევდა – არჩევნების დღეს სხვადასხვა ადგილას უნდა მივსულიყავი და ხმა იმ პარტიისთვის და კანდიდატისთვის მიმეცა, რომელსაც თვითონ მეტყოდნენ. სხვათა შორის, გადაადგილების ხარჯებსაც თვითონ დამიფარავდნენ. არაფერს ვკარგადი და ამაზე დავთანხმდი. არჩევნების დღეს ჩემნაირი ხალხით მთელი „მარშრუტკა“ გაივსო და ასე ვიარეთ საღამომდე წინ და უკან“, – ეუბნება „თაიმერს“ ქართველი ემიგრანტი, რომელიც არჩევნების მერე თურქეთში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვა – საზღვარზე გადასვლა იმ პირადობით „სცადა“, რომელიც სპეციალურად საქართველოში ჩამოსვლის მერე მისცეს.

„ქართული საბაჟო უპრობლემოდ გავიარე, მაგრამ თურქებმა გამაჩერეს, „პირადობას“ დაუწყეს თვალიერება. ხომ გითხარით, წლების მანძილძე თურქეთში ვმუშაობ, თურქულიც ვიცი. ჰოდა, თურქმა მებაჟეებმა ერთმანეთს გადაულპარაკეს, აქ რაღაცაშია საქმეო და მივხვდი, რომ რაღაც შარში გავყავი თავი. ერთი თურქი ნაცნობი მყავს, რომელსაც იქაურ პოლიციასთან ურთიერთობა აქვს, მაშინვე მას დავურეკე და ვთხოვე, დამხმარებოდა, თორემ თურქებს ყალბი საბუთებით რომ დავეჭირე, ხომ იცით, თურქეთში რა ამბებიც არის – ერდოღანი ყველას გიულენთან კავშირში ადანაშაულებს და შეიძლება, ჩემთვისაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მცდელობა „შეეტენა“, – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს „თაიმერის“ წყარო.

ჩვენ, რასაკვირველია, დავინტერესდით, სხვისი სახელითა და გვარით პირადობის მოწმობა ვინ მისცა, მაგრამ ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომ მათი პოლიტიკური კუთვნლების შესახებ არაფერი იცის, რადგან საქართველოში დიდი ხანია, არ ცხოვრობს და არც პოლიტიკურ სიტუაციაში ერკვევა.

„ოცნება“ გამიგია და ვიცი კიდეც, მაგრამ რომ გითხრათ, 41-ს შემოხაზა დამავალეს-მეთქი, მოგატყუებთ……

სხვა დეტალების გახსენება კი არ მინდა, რადგან ეს უკე ჩავლილი ამბავია და არ მინდა, რამე უბედურებაში გავეხვა,“ – ასე დაასრულა საუბარი ჩვენმა წყარომ, რომლის მონაყოლიც, ერთი შეხედვით, უფრო ფანტზიას ჰგავს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემობა:

27 ოქტომბერს თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟო დროებით დაიკეტა. თურქი ჟურნალისტები საბაჟოს დაკეტვის მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქმა სამართალდამცავებმა თითქოს ტერაქტი აღკვეთეს – თვითმკვლელი ტერორისტი თავის  აფეთქებას ავტობუსში გეგმავდა, მაგრამ „პირველი არხის“ მონაცემებით, ეს ინფორმაცია საქართველოში თურქეთის საელჩომ არ დაადასტურა. შესაბამისად, დაზუსტებით იმის თქმა, რა გახდა სარფის დროებით ჩაკეტვის მიზიზი, უცნობია.

ასევე, არსებობდა ვერსია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა, მიხეილ სააკშვილს დაეპირებინა და ამთ ქვეყანაში არეულობის მცდელობა გამოეწვია, მაგრამ არც ეს ვერსია არ გამრთლდა.

 

ბერდია კალანდია

 

 

banner
წინა სტატიაშილავროვმა ტერორისტთან ფოტო გადაიღო
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: პუტინი პირადადად ხელმძღვანელობდა კიბერშეტევებს