სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღეს

პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ვინ გუნდურ პრინციპებს იცავს ვინ არ იცავს შესაძლოა, ამ საკითხებზე მოგვიწიოს მსჯელობა – ანრი ოხანაშვილი
შემდეგი სტატია„გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები” – კალაძე