სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად მზადაა

დღეიდან თურქეთთან სახმელეთო მიმოსვლა აღდგა.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაეცნო. მან ასევე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ მებაჟეებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

დაწესებული შეზღუდვების გამო, საბაჟო პუნქტი განსხვავებული რეჟიმით, 10:00-დან 20:00-საათამდე მუშაობს. საზღვრის კვეთა კი შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაგაბუნია – შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება