სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ – გიული ალასანია

ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი – ამბობს გიული ალასანია, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვა.

მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მდგომარეობა და პირობები გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება იმ მდგომარეობასთან, რაც გლდანის ციხეში იყო.

მისივე თქმით, პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფანჯრის გაღების უფლება მისცეს, თუმცა ფანჯარას გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია

“გაღებულია ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე, ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის.” ამბობს ალასანია

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – საპარლამენტო ბოიკოტი გრძელდება, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში „ოცნებამ“ ჩაგვაგდო
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: რომ დაჯდები რუსეთის ცენტრ.ტელევიზიით და საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას დააბრალებ, ეს არის თურმე, კარგი ტონი