ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სარკინიგზო კატასტროფის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კატასტროფის მიზეზს „გამჭვირვალე გამოძიება“ დაადგენს.
„სიმართლეს დავადგენთ და პასუხებს ვიპოვით. როგორც კი ამ ტრაგედიის მიზეზს დავადგენთ, მას სრული გამჭვირვალობით წარვადგენთ“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა.
სარკინოგზო ავარია სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა – მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.

















