“სარკეში ჩაიხედეთ” – აშშ ირანის მუქარას და საფრთხეს პასუხობს

გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ თუ ირანის მთავრობას ახვაზში გამართულ სამხედრო აღლუმზე თავდასხმის მიზეზების პოვნა სურთ მათ სარკეში უნდა ჩაიხედონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი დარწმუნებულია,რომ ახვაზში მომხდარი თავდასხმის მიზეზები ირანის შიდა პოლიტიკაა . ირანი კი მომხდარში ვაშინგტონს და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს ადანაშაულებს.

“თქვენ ნახავთ ჩვენს შურისძიებას. ჩვენი პასუხი დამანგრეველი იქნება. თქვენ ინანებთ იმის გამო, რაც ჩაიდინეთ” – აშშ-ს და ისრაელს ირანის არმიის სარდალი ჰოსეინ სანამი დაემუქრა – წერს “ბიბისი”

22 სექტემბერს ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ახვაზში შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო აღლუმის მონაწილეებსა და დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნეს. გარდაიცვალა 11 ადამიანი, დაიჭრა 30-ზე მეტი – ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიიაპონია მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ითანამშრომლოს სუამის წევრი ქვეყნების გასავითარებლად
შემდეგი სტატიააფხაზეთში IT სკოლა გახსნეს