სარკაზმით გაცილებული ტერეზა მეი

ის მიიღეს როგორც “ახალი რკინის ლედი”, მაგრამ ხითხითით და სარკაზმით აცილებენ. ტერეზა მეი – ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერი – ის “ბრეკსიტმა” თავიდან მწვერვალებზე აიყვანა, შემდეგ კი – გაანადგურა.

თავისი გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას მეიმ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო: “მე მალე დავტოვებ პოსტს, რომელზე ყოფნის პატივიც მერგო. მეორე ქალი პრემიერი – მაგრამ არა უკანასკნელი. მე ამას ყოველგვარი ცუდი ფიქრების გარეშე ვაკეთებ, უდიდესი მადლიერებით, რომ პატივი მერგო მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს” – თქვა მეიმ.

ბრიტანული პოლიტიკური კულტურის ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, მეის პოსტი დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინა.
ამის პირველი “რკინისებრი” მიზეზი 2019 წლის იანვარში იყო, როცა ქვეყნის პარლამენტმა მანამდე გაუგონარი უმრავლესობით არ მიიღო პროექტი, რომელიც მან ევროკავშირთან დადო. მეის კაბინეტმა ვერ შეძლო თავისი უმთავრესი, პრინციპში ერთადრთი ამონაცის შესრულება: 29 მარტისთვის ბრიტანეთის გაყვანა ევროკავშირიდან.

ტერეზა მეის მარტში მეორე მცდელობა ჰქონდა. ისევ ჩავარდნა. “ახლა უკვე აუცილებლად უნდა წავიდეს” – ექსპერტები ამბობდნენ. მაგრამ არა – ვერშემდგარი “ბრექსიტის” დღეს მეის მესამე მცდელობა აქვს, რომელის მორიგ ჩავარდნას მთელი ევროპის პოლიტიკური ელიტა ადევნებს თვალყურს ისე, რომ სიცილს ვერ იკავებენ
.
უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ბრინატელი ექსპერტები და პოლიტიკოსები მხოლოდ იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პრემიერი. ვიღაცამ ის იმაშიც დაადანაშაულა, რომ მეი ძალაუფლებას ბანალურად არის ჩაჭიდებული. ზოგიერთი ამბობდა, რომ მეის მიზანია თავისი პარტიის დაშლისგან დაცვა. შესაძლებელია, ეს მოსაზრებები მართალია. შესაძლოა, მღვდლის შვილი ტერეზა მეი მისიის რელიგიური გზნებით იყო შეპყრობილი: მან გადაწყვიტა, რომ ისტორიამ დააკისრა მას ეს ამოცანა: გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირდან გაიყვანს – და ის თავს ვალდებულად თვლიდა საქმე ბოლომდე მიეყვანა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მისია ვერ შეასრულა.

სავარაუდოდ, ტერეზა მეი, თავდაპირველად, უბრალოდ, ვერ ხვდებოდა, ისევე, როგორც ვერავინ ბრიტანეთში, თუ რას ნიშნავს ეს: ქვეყნის ევროგაერთიანებიდან გაყვანა, რომელშიც მისი ინტეგრაცია დაახლოებით ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა.

ახლა უკვე არავინ გაიხსენებს, ახალგამომცხვარი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 2016 წელს თავის საპროგრამო სიტყვაში რას ამბობდა. სოციალურ სამართლიანობაზე, ღარიბებზე ზრუნვაზე. “ბრექსიტი” იქ ნახსენები იყო, ცხადია. სადღაც ბოლოს, ზოგადი სიტყვებით, რომელიც შემდეგ გაფორმდა მანტრით “ბრექსიტი ბრექსიტია, და ჩვენ ამ გზაზე დიდ წარმატებას მივაღწევთ”.

შესაძლოა, პარტიულ ტერეზა მეის ხედვა არ ეყო, მომზადება, შეუპოვრობა, უარი ეთქვა კომპრომისზე იქ, სადაც მისი მიღწევა არ შეიძლება. მაგრამ მისი ჩავარდნის მთავარი მიზეზი ჩიხია, სადაც ის აღმოჩნდა. სიტუაციაში, სადაც ნებოსმიერი გადაწყვეტილება აღშფოთებას იწვევს ან ერთი, ან მეორე ფლანგიდან.

როცა 1990 წელს ტორებმა მარგარეტ ტეტჩერი ჩამოაგდეს, მას ქვეყანაში ან ვერ იტანდნენ, ან აღმერთებდნენ. ტერეზა მეიზე კი, ძირითადად ყველა ზიზღით საუბრობს, თითქმის ყველა.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიავაინშტაინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ 44 მილიონ დოლარს გადაუხდის, მაგრამ სასამართლო მაინც შედგება