სარჯველაძე – ზურაბ ადეიშვილზე იმის თქმა, რომ ის იყო საპატიო სტუმრის სტატუსით, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას

ზურაბ ადეიშვილზე იმის დარქმევა, რომ ის არის საპატიო სტუმრის სტატუსით ბუნდესტაგში, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას – საპასუხოდ საყვედურების თქმა, არ მგონია, რელევანტური იყოს, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ ეთქვათ, ეს იყო შეცდომა, ან საერთოდ ართქმა ჯობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ბუნდესტაგისთვის მაინცდამაინც საამაყო არ უნდა იყოს იმ ადამიანის მიღება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დანაშაულების ჩადენაშია მხილებულია.

“ამ საყვედურს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებ. ამ ადამიანისთვის დარქმევა, რომ ის არის საპატიო სტუმრის სტატუსით ბუნდესტაგში, რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას და არ მგონია, რომ სასარგებლო იყოს გერმანულ-უკრაინული ურთიერთობებისთვისაც კი. ამიტომ რაღაცა საპასუხოდ საყვედურების თქმა, არ მგონია, რელევანტური იყოს. მე ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ თქმულიყო, რომ ვინმეს გამოეპარა მხედველობიდან. რა სასიამოვნოა, როდესაც საპატიო სტუმარს უწოდებ, შეხვედრებს მართავ და სამართლის უზენაესობაზე ელაპარაკები ადამიანს, რომლის სახელიც საქართველოში ასოცირდება ბიზნესის რეკეტთან, იმ ციხის ზედამხედველობასთან, სადაც ადამიანებს სისტემურად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ,” – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი – ადეიშვილის ვოიაჟის გამო გულისწყრომაზე ევროკავშირის სტრუქტურების გამოეხმაურება ნიშნავს, რომ წამებაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორის სტუმრობით შეწუხდნენ
შემდეგი სტატიაუკრაინისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი საჭიროებები განიხილეს