სარჯველაძე: ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა 2003-2012 წლებში საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ალბათ გათვლილია, რომ ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა 2003-2012 წლებში საქართველოში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„მგონი, ფარულ ჩანაწერებზე ფილმები კეთდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფი ბევრი ადამიანი დაკვირვების ობიექტი იყო. თუ ვინმეს ეს არ სჯერა, არ ვიცი. 2012 წელს კასრებში შეგროვებული მასალები გახსოვთ? „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გამოქვეყნებული კადრები გახსოვთ, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გადაღებული? – ახლა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ალბათ იმაზეა გათვლილი, რომ ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა 2003-2012 წლებში საქართველოში.”-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი: მთავრობა უკვე გადამდგარი უნდა იყოს