სარჯველაძე: თუ მართლა ასეთი საუბრები მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კარგი არ არის

არ შეიძლება დამაჯერებელი ტონით ისაუბრო „მისმენენ-არ მისმენენ“, მგონი, საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ მასაც უსმენენ.

სარჯველაძე ასევე გამოეხმაურა გალერის მოსაზრებას, რომ მოსმენებზე მსგავსი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ფუნქციონირებად დემოკრატიაში მინისტრი გადადგებოდა და აღნიშნა, რომ პრევენციულად ვინმეს გადადგომის მომხრე არ არის.

„თუ მართლა ასეთი საუბრები მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კარგი არ არის. არ შეიძლება მისმენენ – არ მისმენენ დამაჯერებელი ტონით ისაუბრო, მგონი საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს. რაც შეეხება მინისტრის გადადგომის დაანონსებას, წინასწარ განცხადებების კეთება არ მგონია აუცილებელი, რადგან არ ვიცით, გამოძიებით რა დადგინდება. ვიდრე დადგინდება პრევენციულად გადადგომის მომხრე, რასაკვირველია მე ვერ ვიქნები და ასეთ მოსაზრებას, რომ წინასწარ ბრალის დადასტურების გარეშე ვინმე პასუხისგებაში მიეცეს, არ მგონია სწორი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ვგულისხმობ მათ შორის,-, განაცხადა სარჯველაძემ.

წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატი: მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას არ აძლევენ
შემდეგი სტატიაფოფხაძე: “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა ყველა მორალური უფლება თავისი ოპონენტი დაიჭიროს