სარჯველაძე: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ რაიმე იყო უკანონო რასაკვირველია, ამას მოყვება უმკაცრესი რეაქცია

სარჯველაძე – თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ რაიმე იყო უკანონო რასაკვირველია, ამას მოყვება უმკაცრესი რეაქცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პლენარულ სხდომაზე უკანონო მოსმენის საკითხს გამოეხმაურა.

„აშკარაა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან აგრესიულ მცდელობებთან გვაქვს საქმე, როდესაც აყვედრიან ხელისუფლებას და საყვედურს იძახიან ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს არ გაკეთდა მკაფიო და ცალსახა შეფასებები იმ საკითხების ირგვლივ, რაც უკანონო მიყურადებას ან უკანონო მოსმენებს უკავშირდებოდა. თუკი აღმოჩენილი იქნება გამოძიების მხრიდან უკანონო მოსმენის ფაქტი, რასაკვირველია, ყველაზე მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს ამას. ერთადერთი რასაც ვემიჯნებით და არასწორად გვაყვედრიან და ვფიქრობ, სრულიად საპირისპიროს მტკიცებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომ წინასწარ გავაკეთოთ შეფასება მტყუანის და მართალის გარჩევამდე, დაიგმოს რაღაც და მერე მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს რეალურად რას ჰქონდა ადგილი – უკანონობას თუ კანონიერებას. ასეთი პოლიტიკური სპეკულაცია ვფიქრობ, რომ დაუშვებელია, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუკი გამოძიების და სწორედ გამოძიების შედეგად დადგინდება რომ რაიმე იყო უკანონო რასაკვირველია ამას მოყვება უმკაცრესი რეაქცია და ამის ინიციატორი იქნება აქ მსხდომი ყველა ჩემი კოლეგა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდამენია: მმართველ გუნდს 9 წლის თავზეც კი მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გავიგე, რომ საპატიმროში სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა