სარჯველაძე – საუბარი იმაზე, რომ კობახიძის განცხადება არის აშშ-ს საელჩოს შანტაჟი, საფუძველს მოკლებულია

საუბარი იმაზე, რომ კობახიძის განცხადება არის აშშ-ს საელჩოს შანტაჟი, საფუძველს მოკლებულია – მან აბსოლუტურად სწორი და დროის რელევანტური განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ- ის ელჩის და საელჩოს შანტაჟია.

სარჯველაძის განცხადებით, კობახიძემ ახსნა ის, თუ რატომ არის არაეთიკური საელჩოს დისკრიმინაციული მიდგომების ქონა დააბრალო.

„როცა ხელაღებით საუბრობთ, რომ ვინმე საიდანმე ჩაიხსნა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბრისას მეტი სიფრთხილე გმართებთ, რომ უნებურად საელჩოს არ დააბრალოთ დისკრიმინაციული მიდგომების არსებობა და ა.შ. აიხსნა, რატომ შეიძლება იყოს ეს არაეთიკური საელჩოსთან მიმართებით. ეს იყო მთავარი პათოსი და ახსნა, რაც შეიქმნა ამ საკითხის ირგვლივ. რასაც ბრძანებთ, რომ ეს არის შანტაჟი, აბსოლუტურად მოკლებულია, ყოველგვარ საფუძველს და არგუმენტს. კობახიძემ თქვა, რომ თუ არ გაკეთდება განცხადება საელჩოს მხრიდან, ეს ჩვენთვის გასაგები იქნება. სასამართლო ხელისუფლება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში დამოუკიდებელია, მოსამართლე არის დამოუკიდებელი და ის ემორჩილება მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას. ამ პრინციპის განუხრელად დაცვა ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან საუბარია კონსტიტუციის აღსრულებაზე. აბსოლუტურად სწორი და დროის რელევანტური იყო ის განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 238 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა
შემდეგი სტატიასარჯველაძე – დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტ სააკაშვილს და ვერ მიეწოდება საქართველოში