სარჯველაძე: სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს

„სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, პრაქტიკულად, ყველა ასპექტსა და საჭირბოროტო საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით“, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ. ნინო ლომჯარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს დეპუტატებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს.

„პარლამენტის მიერ შემუშავებული დადგენილების მიხედვით გვექნება უკვე შესაძლებლობა ვისაუბროთ სამომავლოდ სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, რომელიც იქნება სწორედ ის სამუაო, რომელიც საქართველოში გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღესვე კომიტეტი იმ უწყებების პოზიციებს გაეცნობა, რომელთა მიმართ სახალხო დამცველმა რეკომენდაციები და წინადადებები შეიმუშავა და გასცა.

სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 31 თავისგან შედგება, მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარიკოთის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა