სარჯველაძე: საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა

გავეცანი განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლითაც მათი აზრით, წარიმართა პროცედურები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ეს პროცედურები სულ ახლახანს დასრულდა პარლამენტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასე ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, მზად არიან, რომ საკითხების ირგვლივ ევროკავშირთან კონსულტაციები შედგეს.

„ყურადღებას თუ მიაქცევთ, ამ თემების ირგვლივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოთქმულია მზადყოფნა კონსულტაციების თაობაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს პრობლემა, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია დიდი ხნით ადრე საუბრობდა და ეს ყველაფერი ეჭვის დონეზე დარჩა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე: „ხომ არ არსებობს საფრთხე საქართველოსთვის ტრანშის გადმორიცხვასთან დაკავშირებით“, სარჯველაძემ განაცხადა, რომ წინაპირობა, რამაც შესაძლოა, საფრთხე წარმოშვას, რეალურად არ არსებობს.

„ვფიქრობ, საფრთხე არ უნდა არსებობდეს იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად წინაპირობა, რამაც შეიძლება წარმოშვას საფრთხე, არ არსებობს“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროკავშირთან კომუნიკაციისას ხელისუფლება საკითხზე არგუმენტირებულად ისაუბრებს და სიმართლის დანახვა არავის გაუჭირდება.

„არგუმენტებია მაგალითად, ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციები შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდა პროცედურები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შესარჩევად. ეს ყველაფერი ახსნადია და არავის გაუჭირდება სიმართლის დანახვა თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე: მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ
შემდეგი სტატია“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციებზე პრაქტიკულად არ უსაუბრიათ, წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავეს”