სარჯველაძე: სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას” თავი არასოდეს შეუწუხებიათ, იფიქრონ იმაზე, რამდენად აქვთ ესა თუ ის უფლება კანონმდებლობით

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რა ფორმითაც შემოვიდა და მისი დამოკიდებულებები როგორიც იყო, გვაფიქრებინებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” დესტრუქციაზე თვალი ეჭირა, ასეთი სურვილი მუდმივად აქვთ, -ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„მიხეილ სააკაშვილის, მისი თანაგუნდელებისა და მომხრეების მხრიდან სრულიად წინააღმდეგობრივ განცხადებებს ვისმენთ. ასეთ ფონზე საფიქრებელია, რომ მათი გეგმები მიმართულია იმისკენ, რომ არა არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ, არამედ რაღაც ისეთი მუხტი შეიტანონ საზოგადოებაში, რაც წყალს აამღვრევინებთ და აქედან გამომდინარე ეცდებიან, თევზის დაჭერას მღვრიე წყალში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმითვე, იმით მანიპულირება, რომ ზოგადად არსებობს კერძო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა, არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს მოითხოვოს კერძო კლინიკა.

„მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას” თავი არასოდეს შეუწუხებიათ, იფიქრონ იმაზე, რამდენად აქვთ ესა თუ ის უფლება კანონმდებლობით. იმ ნორმების მიხედვით, გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაცვის უფლება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც მოეპრიანება ვინმეს, ისე წარმართოს სერვისის მიწოდება. სახელმწიფოს აქვს ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს არჩევანის უფლება აქვს. როცა პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს იმის რესურსი, რომ უზრუნველყოს პატიმარი სათანადო ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, ამ შემთხვევაში ე.წ. აუთსორსინგის გზით ასეთი სერვისის შესყიდვა ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ პატიმრის სურვილი განაპირობებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისის გაწევის პროცედურებს. განსაზღვრულია, რომ ჯანდაცვის სერვისებს უზრუნველყოფს თავად პენიტენციური სამსახური, შესაბამისი შესანიშნავი დეპარტამენტი ჰყავს საამისოდ პენიტენციურ სამსახურს. ამის შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ მიზანშეწონილია სტანდარტის უზრუნველსაყოფად კერძო კლინიკის მომსახურებით სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ ამ წუთას ასეთი დღის წესრიგში არ დგას. ასეთია მიდგომა უკლებლივ ყველა პატიმართან მიმართებით და არავითარი გამონაკლისი ამ შემთხვევაში დასაშვები არ არის. იმით მანიპულირება, რომ ზოგადად არსებობს შესაძლებლობა კერძო კლინიკაში გადაყვანის სხვა გარემოებების არსებობისას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს მოითხოვოს კერძო კლინიკა. უსაფრთხოება ყველა შემთხვევაში დასაცავია და არ შეიძლება, ამაზე საუბარი იყოს. იშვიათია კერძო კლინიკაში პატიმრის გადაყვანა. ის სერვისები, რაც სავარაუდოდ, შეიძლება სააკაშვილს დასჭირდეს, მიწოდებადია პენიტენციური დაწესებულების მიერ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიქანაძე: დადასტურდა, რომ პლატფორმა 20/20 დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“
შემდეგი სტატიასააკაშვილის ადვოკატი: ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია