სარჯველაძე: სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება გაეწევა

საუბარი, რომ შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა მმართველმა პარტიამ, ეს არასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო მომსახურებით რომ იყოს უზრუნველყოფილი, ამაზე რასაკვირველია, ვალდებულება ეკისრება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ეს უდავოა და ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ საუბარი, რომ შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა მმართველმა პარტიამ, ეს არასწორია. სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება გაეწევა. რა გავაკეთოთ, ვინც შიმშილობას დაიწყებს, ყველა პატიმარი გარეთ უნდა გავუშვათ? – არ მგონია, ეს სწორი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრობა” პოლიტსაბჭოს სხდომაზე იკრიბება
შემდეგი სტატიაგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას ითხოვს