სარჯველაძე – როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული?!

როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული?! – ეს ასე არ არის და წესი ყველასთვის წესია! – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

„მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ მოხერხებადია უკლებლივ ყველა იმ სერვისის მიწოდება, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია. უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი საფრთხე და რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ამ პირობებში არ შეიძლება ხელაღებით მოთხოვნა იმისა, რომ გინდა თუ არა სამედიცინო სერვისის მიწოდება რომელიმე კერძო კლინიკაში განხორციელდეს, რაკი რომელიმე პატიმარს ასე სურს. ეს სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია.

რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, აღნიშნული გარემოებები მხედველობაში მანაც უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – უნდა გაუფრთხილდნენ, „სული უნდა შეუბერონ“ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული სააკაშვილის კარგად ყოფნაზე
შემდეგი სტატიაკონსილიუმის წევრი – სააკაშვილი მრავალპროფილურ, მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ