სარჯველაძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის მიზანი იყო, კომუნიკაცია გვქონოდა მათთან, ვისაუბრეთ ზოგადად პრობლემატიკაზე

შეხვედრის მიზანი იყო, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონოდა პერსონალთან, რომელთაც აქვთ გარკვეული ხედვა, გამოცდილება ამ დაწესებულებაში მუშაობის, გაგვერკვია, როგორ ხედავენ სამომავლო განვითარებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები გაგრძელდება.

„როგორ ხედავენ, რომ ერთი მხრივ პირველ ადგილზე იყოს პაციენტის უფლებების დაცვა, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით და იმავდროულად, ეს ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო პერსონალის უფლებები, მათი ინტერესები. ვფიქრობ, საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა შეხვედრა იმის გათვალისწინებით, რომ საინტერესოა მათი მოსაზრებები. სამომავლოდ გაგრძელდება თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფორმატში გვექნება კვლავ ახალი მოსაზრებების, იდეების განხილვის სრულფასოვანი შესაძლებლობა. პირველ ეტაპზე ვისაუბრეთ ზოგადად პრობლემატიკასთან დაკავშირებით. დასმული კითხვებიც სწორედ ამ კონტექსტში იყო, როგორ შეიძლება გადაიჭრას კონკრეტული პრობლემები. ამაზე ალბათ მოგვიანებით გვექნება თავმოყრილი ყველა შეხედულება, შეჯერებული პოზიცია, მუშა პროცესია, რომელიც დაიწყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” კორუფციულმა პოლიტიკამ მოქალაქეებს 200 000 სამუშაო ადგილი დააკარგვინა – “ლელო”
შემდეგი სტატიაალიევი – ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს