11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სარჯველაძე: რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე

მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე.

მისი ქმით, პირველ ეტაპზე ფასების რეგულაცია შეეხო იმ მედიკამენტებს, რომლებიც განსაზღვრულია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამით. ასევე, რამდენიმე ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა.

,,მომდევნო ეტაპებზე დაემატა ხშირად მოხმარებადი წამლები, ხოლო გასული წლის ნოემბერში – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, ე.წ ფსიქოტროპული მედიკამენტები.

ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები შემცირებულია 70%-ით, 80%-ით. არის შემთხვევები, როცა გაიაფების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. ე.ი, იქ სადაც მედიკამენტი ღირდა 100 ლარი, მისი ფასი გახდა 10 ლარზე ნაკლები. ეს არანორმალურად დიდი სხვაობაა.

არის კვლევები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად რეგულირებული მედიკამენტების ფასებით სარგებლობს მთელი მოსახლეობა. იაფფასიანი სპეკულაციები, თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ, სწორი არ არის. ყველა ძირითადი მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება უზრუნველყოფილია ამ პროგრამის მეშვეობით“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრობა არ არის თვითმიზანი იმ შემთხვევაში, „თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი და იდენტობა“
შემდეგი სტატიამარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა